ტურები ყველა მიმართულებით
ტურები ყველა მიმართულებით
ტურები ყველა მიმართულებით
ტურები ყველა მიმართულებით

ბარსელონა

ბარსელონაში აქტივობების სიმრავლე იმდენია, რამდენიც აქ მზიანი დღეების რაოდენობა. დავიწყოთ მთავარი ქუჩით, La Rambla, რომლის სიგრძეც 1.2 კმ-ია, იწყება კატალონიის მოედანიდან და კრისტოფერ კოლუმბის ძეგლამდე გრძელდება. ამ საფეხმავლო ქუჩას მივყავართ იახტების/გემების სადგომამდე და Maremagnum, სავაჭრო ცენტრამდე, რომელიც აღნიშნულ პორტში მდებარეობს და სხვა აქტივობებთან(შოპინგი, ადგილობრივი ზღვის პროდუქტების დაგემოვნება) ერთად შეგიძლიათ უბრალოდ ცენტრის მეორე სართულზე მდებარე Starbucks-ში შეუკვეთოთ ყავა და მათივე ტერასიდან დატკბეთ თოლიების ყურებით.

რამბლაზე სეირნობის დროს წარმოუდგენელია თქვენი ყურადღება არ მიიქციოს ცნობილმა ბაზარმა La Boqueria, რომელიც მე-13-ე საუკუნიდან ფუნქციონირებს და აქ თავმოყრილია რეგიონისთვის დამახასიათებელი საკვები პროდუქტები. პორტიდან დაბრუნების დროს კი საკმარისია გზას ოდნავ “გადაუხვიოთ” და გოთიკურ კვარტალში აღმოჩნდებით, სადაც სულ სხვა/განსხვავებულ ბარსელონას აღმოაჩენთ.

Passeig de Gracia, ქუჩა, სადაც მდებარეობს ანტონიო გაუდის დაპროექტებული ცნობილი სახლები Casa Batllo და La Pedrera, იგივე Casa Mila. ეს ქუჩა ასევე ცნობილია ისეთი ბრენდების მაღაზიებით, როგორიც არის Versace, Prada, LV, Chanel და აშ. გაუდის ნამუშევრებს შორის, რათქმაუნდა განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ქალაქის ორი სიმბოლო La Sagrada Familia და Park Guell. ჩვენი რჩევაა აღნიშნულ პარკში ვიზიტის შემთხვევაში აუცილებლად ეწვიოთ(ახლოს/ერთი მიმართულება არის) Tibidabo-ს მთაზე მდებარე ტაძარს(ტაძარი სრულდება ქრისტეს ხელგაშლილი ქანდაკებით). თიბიდაბოდან არაჩვეულებრივი ხედი იშლება მთელ ქალაქზე. ბარსელონაში ხელოვნების მოყვარულებს შესაძლებლობა აქვთ ეწვიონ Picasso Museum -ს და Figueres-ში(ბარსელონადან 1სთ-ის გზაზე)მდებარე Salvador Dali-ის მუზეუმს, სადაც ცნობილ ნახატებთან ერთად წარმოდგენილია დალისთვის დამახასიათებელი სიურიალისტური ინსტალაციები და ცალკე გამოფენა არის დათმობილი მის ძვირფასი მეტალისა და ქვების ნამუშევრებისთვის.

პლიაჟები უმეტესად ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილშია განლაგებული, ესენია: San Sebastian Beach,Playa de Bogatell, Nova Icaria, San Miquel და აშ. ჰაერის ტემპერატურა აქ, მთელი წლის მანძილზე, დღის განმავლობაში, საშუალოდ 15 დან 30 გრადუსამდე მერყეობს.

ბარსელონა

Barcelona, Spain

ბარსელონას ტური

0 (No Review)

რჩევები და სახელმძღვანელოები

საუკეთესოდ დაცული საიდუმლოებები მოგზაურობის შესახებ

პენსილვანია, აშშ — ტურისტსა და მოგზაურს შორის განსხვავება კულტურის გაცნობაა, ამბობს კარენ გერშოვიცი, მწერალი და მოგზაურობაზე დამოკიდებული. მას შემდეგ, რაც 17 წლის იყო ევროპაში თვითმფრინავში ჩასვლის შემდეგ, გერშოვიცი ეწვია 90-ზე მეტ ქვეყანას და “შეიძინა მეგობრები და საყვარლები და შეცვალა კარიერა”, – ნათქვამია მის ვებსაიტზე. ამ კვირის Travel Smart-ში FOX43-ის ტრენის ეპისკოპოსი გერშოვიცს ესაუბრა იმის შესახებ, […]

გამოიწერეთ საიტი და მიიღეთ სპეციალური შეთავაზებები

გამოგვიწერეთ და მიღეთ შეთავაზებები