ტურები ყველა მიმართულებით
ტურები ყველა მიმართულებით
ტურები ყველა მიმართულებით
ტურები ყველა მიმართულებით

რომი

უძველესი ისტორიის, უდიდესი კულტურისა და უგემრიელესი კერძების ქალაქი. რომში მოხვედრისთანავე ისეთი შეგრძნება გიჩნდებათ, თითქოს ორ ეპოქას შორის მოგზაურობთ, ჩვენ წელთაღრიცხვამდე და თანამედროეობაში ერთდროულად. გირჩევთ განთავსების საშუალება ტრევის შადრევანთან დაჯავშნოთ.

აღნიშნული ლოკაცია ძალიან მოსახერხებელია რომის ძირითადი ატრაქციების აღმოსაჩენად. ერთ დღეში,საფეხმავლო გზით შემოივლით შემდეგ კულტურულ ძეგლებს: Spanish Steps , Colosseum, Mouth of Truth და Trevi Fountain-ს თავისთავად. ნამდვილი, რომაული კერძების დასაგემოვნებლად სჯობს ტურისტული ცენტრებიდან მოშორებით მდებარე ე.წ. Trattoria -ებში დაგეგმოთ ვიზიტი.

გამოვარჩევდით რამდენიმე მათგანს: Trattoria Da Teo, Flavio al Velavevodetto, Osteria Le Mani in Pasta. რათქმაუნდა გვერდს ვერ აუვლით ტირამისუს და იტალიური ჟელატოს დაგემოვნებას. საუკეთესო ტირამისუს, ესპანურ კიბეებთან მდებარე, Pompi-ის საკონდიტროში აღმოაჩენთ, რომელსაც დიდი ისტორიის მქონე ოჯახი ამზადებს. ჟელატო ს დასაგემოვნებლად კი გირჩევთ Grome ეწვიოთ, რომელსაც რამდენიმე ფილიალი აქვს ქალაქში. რომში ნამდვილად არ გამოირჩევა ღამის ცხოვრების მქონე ქალაქად, თუმცა რამდენიმე ადგილი შეგვიძლია გირჩიოთ, სადაც გვიან საღამომდე მუსიკას მოუსმეთ, იტალიურ ღვინოს დააგემოვნებთ და დატკბებით საოცარი ხედებით. ესენია: Zuma, Baja და Voodoo Bar .

რომი

Rome, Metropolitan City of Rome, Italy

რომის ტური

0 (No Review)

რჩევები და სახელმძღვანელოები

საუკეთესოდ დაცული საიდუმლოებები მოგზაურობის შესახებ

პენსილვანია, აშშ — ტურისტსა და მოგზაურს შორის განსხვავება კულტურის გაცნობაა, ამბობს კარენ გერშოვიცი, მწერალი და მოგზაურობაზე დამოკიდებული. მას შემდეგ, რაც 17 წლის იყო ევროპაში თვითმფრინავში ჩასვლის შემდეგ, გერშოვიცი ეწვია 90-ზე მეტ ქვეყანას და “შეიძინა მეგობრები და საყვარლები და შეცვალა კარიერა”, – ნათქვამია მის ვებსაიტზე. ამ კვირის Travel Smart-ში FOX43-ის ტრენის ეპისკოპოსი გერშოვიცს ესაუბრა იმის შესახებ, […]

გამოიწერეთ საიტი და მიიღეთ სპეციალური შეთავაზებები

გამოგვიწერეთ და მიღეთ შეთავაზებები