ტურები ყველა მიმართულებით
ტურები ყველა მიმართულებით
ტურები ყველა მიმართულებით
ტურები ყველა მიმართულებით

ვენა

ავსტრიის დედაქალაქი ნამდვილი სამოთხეა ხელოვნების, მუსიკის, ისტორიის და არქიტექტურის მოყვარულთათვის. ქალაქი არ არის დიდი, ამიტომ შეგიძლიათ ძირითად ღირსშესანიშნაობებს ტრანსპორტის გარეშე ესტუმროთ. St. Stephen’s Church (Stephansdom) მდებარეობს ვენის მთავარ მოედანზე, რომლის სახურავიდანაც არაჩვეულებრივი ხედი იშლება ქალაქზე
.
ვენაში ოპერის წარმოდგენაზე დასწრება ერთ-ერთი აუქცილებელი აქტივობაა მსოფლიო კლასიკოსების ქვეყნის შესაგრძნობად. ოპერის თეატრთან ბილეთებს სხვადასხვა გმირების კოსტიუმებში გადაცმული გამყიდველები გთავაზობენ და შეგიძლიათ თქვენი საყვარელი სპექტაქკლის ბილეთს შეძენა მათთან. მუზეუმებიდან განსაკუთებით აღსანიშნავია Albertina და Belvedere Palace, სადაც საშუალება გაქვთ იხილოთ, როგორც Dürer, Picasso, Modiliani, ასევე თანამედროვე მხატვრობის ნიმუშები.

ყველაზე მნიშვნელოვანი, რისი ნახვის გარეშეც არ უნდა დატოვოთ ვენა არის Gustav Klimt ის ნამუშევარი The Kiss, რომელიც ბელვედერის მუდმივ გამოფენას ამშვენებს. SCHÖNBRUNN PALACE და იგივე კომპლექსში მდებარე ბაღი/ ზოოპარკი, რომელსაც გირჩევთ, რომ მთელი დღე დაუთმოთ. ძალიან საინტერესოა ალბერტ აინშტაინის მუზეუმი, სამუშაო კაბინეტი და იქვე ახლოს მდებარე Cafe Landtmann -ი, სადაც ის ადგილი რომელიც აინშტაინს უყვარდა სულ დაჯავშნილია მის სახელზე.

საკვებ ობიექტებს რომ შევეხოთ, რა უნდა მიირთვათ ვენაში თუ არა ზაჰერის ტორტი, ვაშლის შტრუდელი და შნიცელი. დესერტების დასაგემოვნებლად Café Sacher Wien გირჩევთ, ხოლო თუ გსურთ რომ ყველაზე გემრიელი ავსტრიული კერძები მიირთვათ აუცილებლად წინასწარ დაჯავშნეთ რესტორანი Figlmüller -ი.

ვენა

Vienna, Austria

ვენის ტური

0 (1 Review)

რჩევები და სახელმძღვანელოები

საუკეთესოდ დაცული საიდუმლოებები მოგზაურობის შესახებ

პენსილვანია, აშშ — ტურისტსა და მოგზაურს შორის განსხვავება კულტურის გაცნობაა,…

გამოიწერეთ საიტი და მიიღეთ სპეციალური შეთავაზებები

გამოგვიწერეთ და მიღეთ შეთავაზებები