ტურები ყველა მიმართულებით
ტურები ყველა მიმართულებით
ტურები ყველა მიმართულებით
ტურები ყველა მიმართულებით

აბუ დაბი

არაბეთის გაერთიანებული ემირატების დედაქალაქი არაჩვეულებრივად არის მორგებული, როგორც მშვიდი, ისე აქტიური დასვენების მოყვარული მოგზაურებისთვის. აქ შეგიძლიათ განიტვირთოთ აბუ დაბის საუკეთესო პლიაჟზე, რომელიც  Saadiyat Island -ზე მდებარეობს და დღის მეორე ნახევარში დაგეგმოთ ვიზიტი, მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთ უდიდეს ფერარის პარკში Ferrari World Abu Dhabi , რამდენიმე მეტრის დაშორებით კი მოხვდეთ Warner Bros. World™ Abu Dhabi -ის კინოს საოცარ სამყაროში სადაც თავს ნამდვილ გადასაღებ პავილიონზე იგრძნობთ. წახვიდეთ Yas Island სადაც მდებარეობს Yas Mall, რომელსაც შოპინგის მოყვარულების სამოთხესაც კი უწოდებენ.

ბუნების მოყვარულებს გირჩევთ ეწვიოთ Sir Bani Yas Island და დატკბეთ Empty Quarter უდაბნოს ხედებით, სადაც მდებარეობს ნამდვილი ოაზისი, სასტუმრო Qasr Al Sarab Desert by Anantara (სურვილის შემთხვევაში ვუზრუნველვყობთ, რომ სწორედ აქ გაატაროთ რამდენიმე ან თუნდაც ერთი დღე). ხელოვნების მოყვარულთათვის აღსანისნავია აბუ დაბის ლუვრის მუზეუმი, სადაც არაბეთის ისტორიის გაცნობასთან ერთად დროებითი გამოფენის დარბაზში შეიძლება აღმოაჩინოთ პიკასოს, მოდილიანის და მარკ შაგალის ნამუშევრები.

Emirate Palace, სასტუმრო-სასახლე, მდიდრული ფასადით და მოოქროვილი ინტერიერით ერთმნიშვნელოვნად გამოხატავს ემირატებისთვის დამახასიათებელ არქიტექტურას. და ბოლოს, ცალკე აღნიშვნას იმსახურებს Sheikh Zayed Grand Mosque. ე.წ. აბუ დაბის სავიზიტო ბარათი. მეჩეთის მშენებლობაში მონაწილეობას სხვადასხვა ქვეყნებიდან მოწვეული ადამიანები იღებდნენ. მხოლოდ ხალიჩა, რომელიც მთავარ დარბაზს ამშვებენს და მსოფლიოში უდიდესია, ხელით მოქსოვა 1 300 მა ირანელმა სპეციალისტმა. გარდა ულამაზესი არქიტექტურისა და ინტერიერისა, აქ ყოფნის დროს ვიზიტორებს განსაკუთრებულად მოსწონთ, რომ ისინი დროებით ადგილობრივი მოსახლეობის მზგავსად იმოსებიან(სავალდებულოა). ამ დროს განსაკუთრებულად შეიგრძნობა არაბეთის გაერთიანებული ემირატების კულტურა და რელიგიის მიმართ მათი შეხედულება.

აბუ დაბი

ანტალიის ტური

0 (No Review)

ბრიუსელის ტური

0 (No Review)

ზაკინთოსის ტური

0 (No Review)
Corfu, Greece

კორფუს ტური

0 (No Review)

რჩევები და სახელმძღვანელოები

საუკეთესოდ დაცული საიდუმლოებები მოგზაურობის შესახებ

პენსილვანია, აშშ — ტურისტსა და მოგზაურს შორის განსხვავება კულტურის გაცნობაა,…

გამოიწერეთ საიტი და მიიღეთ სპეციალური შეთავაზებები

გამოგვიწერეთ და მიღეთ შეთავაზებები