ტურები ყველა მიმართულებით
ტურები ყველა მიმართულებით
ტურები ყველა მიმართულებით
ტურები ყველა მიმართულებით

აბუ დაბი

არაბეთის გაერთიანებული ემირატების დედაქალაქი არაჩვეულებრივად არის მორგებული, როგორც მშვიდი, ისე აქტიური დასვენების მოყვარული მოგზაურებისთვის. აქ შეგიძლიათ განიტვირთოთ აბუ დაბის საუკეთესო პლიაჟზე, რომელიც  Saadiyat Island -ზე მდებარეობს და დღის მეორე ნახევარში დაგეგმოთ ვიზიტი, მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთ უდიდეს ფერარის პარკში Ferrari World Abu Dhabi , რამდენიმე მეტრის დაშორებით კი მოხვდეთ Warner Bros. World™ Abu Dhabi -ის კინოს საოცარ სამყაროში სადაც თავს ნამდვილ გადასაღებ პავილიონზე იგრძნობთ. წახვიდეთ Yas Island სადაც მდებარეობს Yas Mall, რომელსაც შოპინგის მოყვარულების სამოთხესაც კი უწოდებენ.

ბუნების მოყვარულებს გირჩევთ ეწვიოთ Sir Bani Yas Island და დატკბეთ Empty Quarter უდაბნოს ხედებით, სადაც მდებარეობს ნამდვილი ოაზისი, სასტუმრო Qasr Al Sarab Desert by Anantara (სურვილის შემთხვევაში ვუზრუნველვყობთ, რომ სწორედ აქ გაატაროთ რამდენიმე ან თუნდაც ერთი დღე). ხელოვნების მოყვარულთათვის აღსანისნავია აბუ დაბის ლუვრის მუზეუმი, სადაც არაბეთის ისტორიის გაცნობასთან ერთად დროებითი გამოფენის დარბაზში შეიძლება აღმოაჩინოთ პიკასოს, მოდილიანის და მარკ შაგალის ნამუშევრები.

Emirate Palace, სასტუმრო-სასახლე, მდიდრული ფასადით და მოოქროვილი ინტერიერით ერთმნიშვნელოვნად გამოხატავს ემირატებისთვის დამახასიათებელ არქიტექტურას. და ბოლოს, ცალკე აღნიშვნას იმსახურებს Sheikh Zayed Grand Mosque. ე.წ. აბუ დაბის სავიზიტო ბარათი. მეჩეთის მშენებლობაში მონაწილეობას სხვადასხვა ქვეყნებიდან მოწვეული ადამიანები იღებდნენ. მხოლოდ ხალიჩა, რომელიც მთავარ დარბაზს ამშვებენს და მსოფლიოში უდიდესია, ხელით მოქსოვა 1 300 მა ირანელმა სპეციალისტმა. გარდა ულამაზესი არქიტექტურისა და ინტერიერისა, აქ ყოფნის დროს ვიზიტორებს განსაკუთრებულად მოსწონთ, რომ ისინი დროებით ადგილობრივი მოსახლეობის მზგავსად იმოსებიან(სავალდებულოა). ამ დროს განსაკუთრებულად შეიგრძნობა არაბეთის გაერთიანებული ემირატების კულტურა და რელიგიის მიმართ მათი შეხედულება.

აბუ დაბი

Abu Dhabi - United Arab Emirates

აბუ დაბის ტური

0 (No Review)

რჩევები და სახელმძღვანელოები

ორმხრივი ავიაბილეთები 79 ლარიდან როგორ დავჯავშნოთ ?!

მოგზაურობა საინტერესო და სასიამოვნო გამოცდილებაა, რომელიც ახალი ადგილებისა და კულტურების აღმოჩენის შესაძლებლობას გვაძლევს. თუმცა, ხშირ შემთხვევაში, ავიაბილეთების ფასები შესაძლოა თქვენს ბიუჯეტს არ შეესაბამებოდეს. ამიტომ, არსებობს რამდენიმე მეთოდი, რომელიც დაგეხმარებათ იპოვოთ ყველაზე ხელმისაწვდომი ფრენები, რაც დაგეხმარებათ დაზოგოთ როგორც ფინანსები, ისე დრო და გაიმარტივოთ დაგეგმვის პროცესი. 1. თვითმფრინავის ბილეთების დაჯავშნა წინასწარ თვითმფრინავის ბილეთები იაფად რომ შეიძინოთ,  ერთ-ერთი […]

იაფი ავიაბილეთები ქუთაისიდან 79₾-დან

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ბოლო წლებში საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და პოპულარულ ავიამიმართულებად იქცა. ამის მთავარი მიზეზი კი სწორედ იაფი ავიაბილეთებია, რომლის ფასებიც 79 ლარიდან იწყება. ეს ფაქტი მოგზაურობის მოყვარულებისთვის განსაკუთრებით მიმზიდველია, რადგან დღესდღეობით კომფორტული და ეკონომიური მოგზაურობა უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა. რატომ არის ქუთაისის აეროპორტი იაფი? ავიაბილეთების დაბალი ფასები უმეტესწილად დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების აქტიური ოპერირებით არის […]

სად ვიმოგზაუროთ ზამთარში?

ზამთარი მხოლოდ სიცივე, სქელი ქურთუკები და გრძელი ღამეები არ არის – ეს არის ახალი თავგადასავლების სეზონი! მოგზაურობა ზამთარში განსაკუთრებული გამოცდილებაა: ევროპული ქალაქები იცვამენ საახალწლო განათებებს, ქუჩებს ეუფლება შობა, ბაზრობები სავსეა სანელებლებით სურნელოვანი ღვინით და თოვლში დაფარული ქუჩები ნამდვილ ზღაპარს ჰგავს. ამ ბლოგში წარმოგიდგენთ ხუთ ევროპულ მიმართულებას, რომლებიც ზამთარში ნამდვილად ღირს მოსანახულებლად – როგორც თბილი ამინდის […]

სად ვიმოგზაუროთ შემოდგომაზე ?

შემოდგომა – იდეალური სეზონია მოგზაურობისთვის. ტემპერატურა იკლებს, ტურისტული ნაკადები მცირდება და ევროპა ოქროსფერ ფერებში იფარება. ზუსტად ამ დროს შეგიძლიათ აღმოაჩინოთ ყველაზე ლამაზი ადგილები ნაკლები ხალხმრავლობითა და დაბალი ფასებით. წარმოგიდგენთ 5 საუკეთესო ევროპულ მიმართულებას შემოდგომის სეზონისთვის: 1. პარიზი, საფრანგეთი შემოდგომაზე პარიზი განსაკუთრებულ მომხიბვლელია. პარკები, როგორიცაა Jardin du Luxembourg და Tuileries Garden, ოქროსფერი ფერებით იარება. შეიძლება დატკბეთ […]

სად ვიმოგზაუროთ ზაფხულზე ?

ზაფხული ყველაზე პოპულარული სეზონია მოგზაურობისთვის – გრძელი დღეები, მზიანი ამინდები და თავგადასავლები. ამ პერიოდში მთელი ევროპა მრავალფეროვანი და საინტერესო ხდება. სწორედ ახლაა საუკეთესო დრო ახალი კულტურების, სანაპიროების, გემრიელი სამზარეულოსა და ისტორიული ღირსშესანიშნაობების აღმოსაჩენად. წარმოგიდგენთ 5 საუკეთესო მიმართულებას, სადაც ზაფხული ნამდვილად დაუვიწყარი გახდება. 1. სანტორინი, საბერძნეთი ვულკანური წარმოშობის სანტორინი – ერთ-ერთი ყველაზე რომანტიკული კუნძულია ეგვითოს ზღვაში. […]

სად ვიმოგზაუროთ გაზაფხულზე ?

გაზაფხული არის ერთ-ერთი საუკეთესო სეზონი ევროპაში მოგზაურობისთვის — არც ისე ცხელა, ბუნება იღვიძებს, და ტურისტების ნაკადი ჯერ კიდევ ზომიერია. ეს საუკეთესო დროა იმისთვის, რომ თქვენთვის კარგად ნაცნობი ქალაქები სრულიად ახალ ჭრილში აღმოაჩინოთ. წარმოგიდგენთ 5 პოპულარულ და ადვილად მისადგომ ქალაქს, სადაც გაზაფხულზე მოგზაურობა განსაკუთრებით სასიამოვნოა: 1. პარიზი, საფრანგეთი გაზაფხული პარიზს განსაკუთრებულ შარმს სძენს. ყვავილოვანი ბაღები, სენის […]

გამოიწერეთ საიტი და მიიღეთ სპეციალური შეთავაზებები

გამოგვიწერეთ და მიღეთ შეთავაზებები