ტურები ყველა მიმართულებით
ტურები ყველა მიმართულებით
ტურები ყველა მიმართულებით
ტურები ყველა მიმართულებით

ვენეცია

დავიწყოთ ვენეციით, ქალაქი, რომელიც თითქმის ყველა ადამიანის სამოგზაურო სიაში დამსახურებულ პირველ ადგილს იკავებს.

ქალაქში მოხვედრის რამდენიმე გზა არსებობს: წყლის ტრანსპორტით/ტაქსით, ავტობუსით/მანქანით და მატარებლით. გირჩევთ მატარებლს თუ არჩევანის საშუალება გექნებათ, რადგან სადგურიდან გამოსვლის მომენტი და ის სანახაობა, რაც თქვენ თვალწინ გადაიშლება დამერწმუნეთ ერთ-ერთ საოცარ კადრად დაგამახსოვრდებათ.

ვენეციის მთავარი მოედანი, სან მარკო სადაც მდებარეობს Doge's Palace . ირგვლივ უამრავი კაფე, სადაც უგემრიელესი ყავის და დესერტის დაგემოვნება არის შესაძლებელი. მოედანზე ხშირად არის ცოცხალი მუსიკა, რომელიც კიდევ უფრო ჯადოსნურს ხდის გარემოს. აქვე არის გონდოლების სადგომი, რომლებიც სხვადასხვა ხანგრძლივობით და მარშრუტით გასეირნებას გთავაზობენ. გირჩევთ მხოლოდ Grand Canal ის ტურს ნუ აიღებთ, გონდოლიერს სთხოვეთ პატარა ქუჩებშიშეგიყვანოთ , რომ მეტად ჩაიხედოთ ადგილობრივების ყოველდღიურობაში.

Murano - ლაგუნის კიდევ ერთი გამორჩეულად ლამაზი, ფერადი კუნძული. ამ სახელის გაგონებისას პირველიდ ალბათ “მურანოს შუშა” გახენდებათ, დიახ. აქ საოცრად ლამაზი ნაკეთობები იქმნება. ამ პროცესის ყურება და მასში მონაწილეობის მიღება ტურისტებისთვისაც არის შესაძლებელი. Lido di Jesolo - ვენეციის ლაგუნის შემადგენლობაში მყოფი ნახევარკუნძული, სადაც განლაგებულია ჩრდილოეთ იტალიის ერთ-ერთი საუკეთესო საზღვაო კურორტი. აქ სასტუმროების დიდი არჩევანია. შეგვიძლია, როგორც სტანდარტული, ევროპული არდადეგებისთვის დამახასიათებელი, ასევე რეზორტის ტიპის, All Inclusive კონცეფციის განთავსების საშუალებები შემოგთავაზოთ. აღნიშნულ კურორტზე სახმელეთო გზით ხვდებით ვენეციის, მარკო პოლოს აეროპორტიდან. ლიდო დი იეზოლოდან ვენეცის ცენტრამდე კი შეგიძლიათ საზოგადოებრივი წყლის ტრანსპორტით გადაადგილება, რომელიც ყოველ ნახევარ საათში გადაადგილდება აღნისნული მიმართულებით და პირიქით.

ვენეცია

Venice, Metropolitan City of Venice, Italy

ვენეციის კარნავალის ტური

0 (No Review)

რჩევები და სახელმძღვანელოები

ორმხრივი ავიაბილეთები 79 ლარიდან როგორ დავჯავშნოთ ?!

მოგზაურობა საინტერესო და სასიამოვნო გამოცდილებაა, რომელიც ახალი ადგილებისა და კულტურების აღმოჩენის შესაძლებლობას გვაძლევს. თუმცა, ხშირ შემთხვევაში, ავიაბილეთების ფასები შესაძლოა თქვენს ბიუჯეტს არ შეესაბამებოდეს. ამიტომ, არსებობს რამდენიმე მეთოდი, რომელიც დაგეხმარებათ იპოვოთ ყველაზე ხელმისაწვდომი ფრენები, რაც დაგეხმარებათ დაზოგოთ როგორც ფინანსები, ისე დრო და გაიმარტივოთ დაგეგმვის პროცესი. 1. თვითმფრინავის ბილეთების დაჯავშნა წინასწარ თვითმფრინავის ბილეთები იაფად რომ შეიძინოთ,  ერთ-ერთი […]

იაფი ავიაბილეთები ქუთაისიდან 79₾-დან

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ბოლო წლებში საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და პოპულარულ ავიამიმართულებად იქცა. ამის მთავარი მიზეზი კი სწორედ იაფი ავიაბილეთებია, რომლის ფასებიც 79 ლარიდან იწყება. ეს ფაქტი მოგზაურობის მოყვარულებისთვის განსაკუთრებით მიმზიდველია, რადგან დღესდღეობით კომფორტული და ეკონომიური მოგზაურობა უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა. რატომ არის ქუთაისის აეროპორტი იაფი? ავიაბილეთების დაბალი ფასები უმეტესწილად დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების აქტიური ოპერირებით არის […]

სად ვიმოგზაუროთ ზამთარში?

ზამთარი მხოლოდ სიცივე, სქელი ქურთუკები და გრძელი ღამეები არ არის – ეს არის ახალი თავგადასავლების სეზონი! მოგზაურობა ზამთარში განსაკუთრებული გამოცდილებაა: ევროპული ქალაქები იცვამენ საახალწლო განათებებს, ქუჩებს ეუფლება შობა, ბაზრობები სავსეა სანელებლებით სურნელოვანი ღვინით და თოვლში დაფარული ქუჩები ნამდვილ ზღაპარს ჰგავს. ამ ბლოგში წარმოგიდგენთ ხუთ ევროპულ მიმართულებას, რომლებიც ზამთარში ნამდვილად ღირს მოსანახულებლად – როგორც თბილი ამინდის […]

სად ვიმოგზაუროთ შემოდგომაზე ?

შემოდგომა – იდეალური სეზონია მოგზაურობისთვის. ტემპერატურა იკლებს, ტურისტული ნაკადები მცირდება და ევროპა ოქროსფერ ფერებში იფარება. ზუსტად ამ დროს შეგიძლიათ აღმოაჩინოთ ყველაზე ლამაზი ადგილები ნაკლები ხალხმრავლობითა და დაბალი ფასებით. წარმოგიდგენთ 5 საუკეთესო ევროპულ მიმართულებას შემოდგომის სეზონისთვის: 1. პარიზი, საფრანგეთი შემოდგომაზე პარიზი განსაკუთრებულ მომხიბვლელია. პარკები, როგორიცაა Jardin du Luxembourg და Tuileries Garden, ოქროსფერი ფერებით იარება. შეიძლება დატკბეთ […]

სად ვიმოგზაუროთ ზაფხულზე ?

ზაფხული ყველაზე პოპულარული სეზონია მოგზაურობისთვის – გრძელი დღეები, მზიანი ამინდები და თავგადასავლები. ამ პერიოდში მთელი ევროპა მრავალფეროვანი და საინტერესო ხდება. სწორედ ახლაა საუკეთესო დრო ახალი კულტურების, სანაპიროების, გემრიელი სამზარეულოსა და ისტორიული ღირსშესანიშნაობების აღმოსაჩენად. წარმოგიდგენთ 5 საუკეთესო მიმართულებას, სადაც ზაფხული ნამდვილად დაუვიწყარი გახდება. 1. სანტორინი, საბერძნეთი ვულკანური წარმოშობის სანტორინი – ერთ-ერთი ყველაზე რომანტიკული კუნძულია ეგვითოს ზღვაში. […]

სად ვიმოგზაუროთ გაზაფხულზე ?

გაზაფხული არის ერთ-ერთი საუკეთესო სეზონი ევროპაში მოგზაურობისთვის — არც ისე ცხელა, ბუნება იღვიძებს, და ტურისტების ნაკადი ჯერ კიდევ ზომიერია. ეს საუკეთესო დროა იმისთვის, რომ თქვენთვის კარგად ნაცნობი ქალაქები სრულიად ახალ ჭრილში აღმოაჩინოთ. წარმოგიდგენთ 5 პოპულარულ და ადვილად მისადგომ ქალაქს, სადაც გაზაფხულზე მოგზაურობა განსაკუთრებით სასიამოვნოა: 1. პარიზი, საფრანგეთი გაზაფხული პარიზს განსაკუთრებულ შარმს სძენს. ყვავილოვანი ბაღები, სენის […]

იაფი სამოგზაურო ინტერნეტი

მოგზაურობა საზღვარგარეთ სულ უფრო მოითხოვს მუდმივ კავშირს ციფრულ სამყაროსთან. ტაქსის გამოძახება, სასტუმროს პოვნა, რუკაზე ნავიგაცია თუ უბრალოდ ახლობლებთან კონტაქტი – ყველაფერი ინტერნეტზეა დამოკიდებული. ამ სტატიაში განვიხილავთ, თუ რატომ არის იაფი სამოგზაურო ინტერნეტი აუცილებლობა და როგორ ამარტივებს ის თქვენს მოგზაურობას. სტატიის ბოლოს კი გაეცნობით სანდო პარტნიორს, AviaSim-ს, რომელიც საუკეთესო გამოცდილებას გპირდებათ. უსაფრთხოება და ორიენტაცია უცხო ქვეყანაში […]

ინვესტირება შავიზღვისპირეთში: რომელ ბინებს მოაქვს შემოსავალი ბათუმში მთელი წლის განმავლობაში

ბათუმი დიდი ხანია არა მხოლოდ კურორტულ დანიშნულების ადგილად, არამედ უძრავი ქონების ინვესტიციების მიმზიდველ პლატფორმადაც იქცა. ტურისტული ნაკადის ზრდამ, ურბანული ინფრასტრუქტურის განვითარებამ და სახელმწიფოს ლოიალურმა პოლიტიკამ უცხოელი მყიდველების მიმართ, ზღვისპირა ბინების ბაზარი განსაკუთრებით აქტიური გახადა. სულ უფრო მეტი ინვესტორი აჭარას შემოსავლის სტაბილურ წყაროდ მიიჩნევს, განსაკუთრებით მოკლევადიანი გაქირავების სეგმენტში. იმისათვის, რომ უძრავმა ქონებამ მთელი წლის განმავლობაში შემოსავალი […]

გამოიწერეთ საიტი და მიიღეთ სპეციალური შეთავაზებები

გამოგვიწერეთ და მიღეთ შეთავაზებები