მოგზაურობა გაცილებით მეტ ხიბლს იძენს მაშინ, როდესაც არ ხართ შეზღუდული და თავად განსაზღვრავთ მარშრუტსა და დროს. თავისუფლებისა და სპონტანურობის შესაძლებლობას კი ხშირ შემთხვევაში საკუთარი ავტომობილით გადაადგილება იძლევა, თუმცა უკვე არც ის წარმაოდგენს პრობლემას, თუ ავტომობილს არ ფლობთ, რადგან მისი დაქირავებაა შესაძლებელი, რასაც მარტივს, ხელმისაწვდომს და მოსახერხებელს ხდის werent.ge -ს მანქანის გაქირავების სერვისი. ეს არ არის უბრალოდ ტრანსპორტით უზრუნველტოფა – ეს არის გადაწყვეტა, რომელიც ყოველ მოგზაურს საშუალებას აძლევს აღმოაჩინოს საქართველო საკუთარი რიტმით.
რატომ გახდა მანქანის დაქირავება მოგზაურების არჩევანი?
საქართველო – პატარა ქვეყანაა უზარმაზარი მრავალფეროვნებით. უმეტესწილად ისეთი ადგილებით, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი იშვიათად მიდის ან საერთოდ არ მიდის. სწორედ ადგილების აღმოჩენის თავისუფლება არის ის, რაც მანქანის დაქირავებას მოგზაურობის განუყოფელ ნაწილად აქცევს:
- გაჩერდი სადაც გინდა, როდესაც გინდა
- აღმოაჩინე ნაკლებად ცნობილი ადგილები
- აკონტროლე დრო თავად
- გახადე მოგზაურობა კომფორტული
WeRent – საიმედო პარტნიორი

როდესაც საქართველოში მოგზაურობას გეგმავთ, პირველი პრაქტიკული შეკითხვა, რომელიც ჩნდება, არის: როგორ გადავადგილდე? WeRent ამ შეკითხვის პასუხია 2019 წლიდან, რომელმაც ათასობით მოგზაურს დაეხმარა საქართველოს თავისუფლად და კომფორტულად აღმოჩენაში.
რა განასხვავებს WeRent-ს და რატომ ენდობიან მას მოგზაურები მთელი მსოფლიოდან? პასუხი მარტივია – კომპანია მოგზაურების რეალურ საჭიროებებს ითვალისწინებს, არა მხოლოდ ტექნიკურ მახასიათებლებს.
200-ზე მეტი ავტომობილის არჩევანი ნიშნავს, რომ ნებისმიერი ტიპის თავგადასავლისთვის იპოვით იდეალურ ტრანსპორტს. გეგმავთ თბილისში რამდენიმე დღის გატარებას? აირჩიეთ კომპაქტური და ეკონომიური ქალაქური მანქანა. მთიანი რეგიონების მონახულება გსურთ? WeRent-ს აქვს 4×4 ჯიპები, რომლებიც შექმნილია სწორედ ასეთი გამოწვევებისთვის. ხოლო თუ გსურთ კომფორტი და სტილი გააერთიანოთ – პრემიუმ კლასის SUV-ები გელოდებიან.
თქვენი თავგადასავალი იწყება აეროპორტიდან – მანქანის დაქირავება თბილისის აეროპორტში
როდესაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ეშვებით, ყველაზე დიდი სურვილი გაქვთ – სწრაფად დაიწყოთ მოგზაურობა და არ დაკარგოთ დრო ლოგისტიკურ საკითხებზე. WeRent-ის მანქანის დაქირავება თბილისის აეროპორტში სწორედ ამ პრობლემას წყვეტს მარტივად და სწრაფად.
ონლაინ დაჯავშნა იმდენად მარტივია, რომ შეგიძლიათ ჯერ კიდევ სახლიდან, რამდენიმე წუთში მოაგვაროთ და ჩამოსვლისას უკვე მზა იყოთ სათავგადასავლოდ.
წარმოიდგინეთ: თვითმფრინავიდან ჩამოსვლის შემდეგ, ბარგის აღების და სასაზღვრო კონტროლის გავლის შემდეგ, თქვენ არ უნდა მოძებნოთ ტაქსი, არ უნდა დაელოდოთ რიგს, არ უნდა მოიძიოთ ფასი. უბრალოდ თქვენზე დაჯავშნილი მანქანა გელოდებათ, და 15-20 წუთში უკვე გზაზე ხართ.
WeRent-ის უპირატესობები, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია

100% სადაზღვევო დაფარვა – სრული სიმშვიდე
WeRent-ის ყველა გაქირავებას თან ერთვის 100% Casco სადაზღვევო დაფარვა, რაც ნიშნავს, რომ მოგზაური სრულად დაცულია ნებისმიერი ინციდენტის შემთხვევაში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მთიან რეგიონებში ან უცხო გზებზე მოძრაობისას, სადაც უცნობი მარშრუტები შეიძლება გამოწვევას წარმოადგენდეს.
ნულოვანი დეპოზიტი – მეტი ფული თავგადასავლებისთვის
WeRent-ში არ არის საჭირო დეპოზიტის გადახდა, რაც მნიშვნელოვან უპირატესობას წარმოადგენს, განსაკუთრებით მოგზაურებისთვის, რომლებიც ბიუჯეტს გეგმავენ და არ სურთ დიდი თანხის გაყინვა. ეს ნიშნავს, რომ თქვენი ფული დარჩება ხელმისაწვდომი ისეთი რამისთვის, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია – რესტორნები, სუვენირები თუ დამატებითი ექსკურსიები. ეს არის ის მცირე დეტალი, რომელიც დიდ განსხვავებას იძლევა მოგზაურის ბიუჯეტსა და გამოცდილებაში.
24/7 მხარდაჭერა – როდესაც ადგილობრივი ექსპერტი ყოველთვის ხელმისაწვდომია
კომპანიის გუნდი მუშაობს უწყვეტ რეჟიმში და ყოველთვის მზადაა დაეხმაროს მოგზაურებს. WeRent-ის გუნდი კარგად იცნობს საქართველოს გზებს და შეუძლია მოგზაურებს მისცეს სასარგებლო რჩევები საუკეთესო მარშრუტების და სეზონური სამოგზაურო პირობების შესახებ.
ფართო არჩევანი – მანქანა ყველა ტიპის მოგზაურობისთვის
WeRent-ის ავტოპარკი მოიცავს 200-ზე მეტ მანქანას, მათ შორის 50-ზე მეტ მძლავრ 4×4 ავტომობილს. ეს ნიშნავს, რომ მოგზაურებს შეუძლიათ აირჩიონ:
- ბიუჯეტური და კომპაქტური მანქანები ქალაქში მოძრაობისთვის, როგორიცაა Kia Picanto ან Toyota Corolla
- კროსოვერები და SUV-ები ქვეყნის მასშტაბით მოგზაურობისთვის, მაგალითად Jeep Renegade
- პრემიუმ კლასის ავტომობილები კომფორტული მოგზაურობისთვის, როგორიცაა Lexus NX300
- ძლიერი off-road მანქანები მთიანი რეგიონებისთვის, მაგალითად Toyota 4Runner
სეზონის მიხედვით, მანქანის დაქირავების ფასები მერყეობს $40-დან ზამთარში $75-მდე ზაფხულში, რაც მოგზაურებს საშუალებას აძლევს აირჩიონ ბიუჯეტისთვის შესაფერისი ვარიანტი ნებისმიერ დროს.
დაიწყე მოგზაურობა სადაც მოგიხერხდება – მოქნილი აყვანის პუნქტები
WeRent ითვალისწინებს, რომ ყველა მოგზაური სხვადასხვა წერტილიდან იწყებს საქართველოს თავგადასავალს:
- თბილისის საერთაშორისო აეროპორტი და თბილისის ცენტრი
- ბათუმი და ბათუმის აეროპორტი
- ქუთაისი და ქუთაისის აეროპორტი
ეს მოქნილობა საშუალებას გაძლევთ დაგეგმოთ მარშრუტი თქვენი სურვილისამებრ: მაგალითად, მიიღოთ მანქანა თბილისის აეროპორტში, იმოგზაუროთ ქვეყნის გარშემო და დააბრუნოთ ბათუმის აეროპორტში.
როგორ ხდება მანქანის დაჯავშნა WeRent-ში?
დაჯავშნის პროცესი ძალიან მარტივია და მოიცავს რამდენიმე ბიჯს:
- ონლაინ დაჯავშნა – ვებსაიტზე ან ტელეფონის საშუალებით შეგიძლიათ მარტივად აირჩიოთ სასურველი მანქანა და პერიოდი
- ადგილის შერჩევა – აირჩიეთ თბილისის აეროპორტი, ქალაქის ცენტრი ან სხვა მოსახერხებელი ლოკაცია
- მანქანის მიღება – WeRent-ის წარმომადგენელი გადმოგცემთ მანქანას და ყველა საჭირო დოკუმენტს
- მოგზაურობა – ისიამოვნეთ საქართველოთი სტრესის გარეშე
- მანქანის დაბრუნება – 24/7 დაბრუნების სერვისი ნებისმიერ დროს და ადგილას
რეკომენდებულია მანქანის დაჯავშნა 1-2 თვით ადრე, განსაკუთრებით სეზონურ პერიოდებში, რათა უზრუნველყოფილი იყოს ფართო არჩევანი და საუკეთესო ფასები.
თქვენი მოგზაურობა, თქვენი გზით – დაიწყეთ WeRent-თან
სამოგზაუროდ მანქანის დაქირავება არა მხოლოდ კომფორტია, არამედ შესაძლებლობა, დაინახოთ ქვეყანა ადგილობრივის თვალით – თავისუფლად, უშუალოდ და ავთენტურად.
WeRent-ის მანქანის გაქირავების სერვისი გთავაზობთ ყველა იმ პირობას, რაც საჭიროა იდეალური მოგზაურობისთვის: უსაფრთხოებას სრული სადაზღვევოთი, კომფორტს თანამედროვე მანქანებით, ხელმისაწვდომობას ნულოვანი დეპოზიტით და სანდოობას 24/7 მხარდაჭერით. ეს არის სერვისი, რომელიც ქმნის არა მხოლოდ გადაადგილების საშუალებას, არამედ ხელს უწყობს დაუვიწყარი მოგზაურობის გამოცდილების შექმნას საქართველოს მასშტაბით.
როცა WeRent თქვენ გადმოგცემთ გასაღებებს, თქვენ იღებთ არა უბრალოდ მანქანას – მიიღებთ თავისუფლებას, რომ აღმოაჩინოთ საქართველო თქვენი გზით.
0 Comment