მოგზაურობა საინტერესო და სასიამოვნო გამოცდილებაა, რომელიც ახალი ადგილებისა და კულტურების აღმოჩენის შესაძლებლობას გვაძლევს. თუმცა, ხშირ შემთხვევაში, ავიაბილეთების ფასები შესაძლოა თქვენს ბიუჯეტს არ შეესაბამებოდეს. ამიტომ, არსებობს რამდენიმე მეთოდი, რომელიც დაგეხმარებათ იპოვოთ ყველაზე ხელმისაწვდომი ფრენები, რაც დაგეხმარებათ დაზოგოთ როგორც ფინანსები, ისე დრო და გაიმარტივოთ დაგეგმვის პროცესი.
1. თვითმფრინავის ბილეთების დაჯავშნა წინასწარ
თვითმფრინავის ბილეთები იაფად რომ შეიძინოთ, ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი მათი დროული დაჯავშნაა. თუ ფრენას 1.5-2 თვით ადრე დაგეგმავთ, გაცილებით დაბალ ფასად შეძლებთ მათ შეძენას. გაითვალისწინეთ, რაც უფრო ახლოვდება გამგზავრების თარიღი, მით მეტად იზრდება მოთხოვნა და შესაბამისად – ფასიც.
2. შეარჩიეთ დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიები
თუ მიზანი ბიუჯეტური მოგზაურობაა, დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიების არჩევა საუკეთესო გამოსავალია. ისინი უფრო დაბალ ფასად გთავაზობენ ფრენებს, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ დამატებითი სერვისები (როგორიცაა კვება და ჩასაბარებელი ბარგი) შეიძლება ფასიანი იყოს.
3. იმოგზაურეთ მხოლოდ ხელბარგით
თუ შეგიძლიათ იმოგზაუროთ მხოლოდ ხელბარგით და არ გჭირდებათ ჩასაბარებელი ბარგი, ამით კიდევ უფრო დაზოგავთ ფინანსებს. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დამატებითი სერვისები, რომელთა შორისაა ბარგის დამატებაც, დაბალბიუჯეტურ ავიაკომპანიას ფასიანი აქვს.
4. აირჩიეთ არასეზონური პერიოდი
ზაფხული და ზამთრის დღესასწაულები სამოგზაუროდ ყველაზე მოთხოვნადი პერიოდებია. თუ შესაძლებელია, დაგეგმეთ მოგზაურობა არასეზონურ პერიოდში, რათა შეიძინოთ თვითმფრინავის ბილეთები იაფად და თავიდან აიცილოთ ხალხმრავლობა.
5. დაიგეგმეთ ფრენები სამუშაო დღეებში
იცოდით, რომ თვითმფრინავის ბილეთები -ს ფასი კვირის დღეების მიხედვითაც იცვლება. როგორც წესი, შაბათ-კვირას თვითმფრინავის ბილეთების დაჯავშნა უფრო ძვირია, ხოლო სამშაბათსა და ოთხშაბათს ფრენა ნაკლებად მოთხოვნადია, რაც ფასებზე დადებითად აისახება.
6. იპოვეთ იაფი ფრენის დრო
დღის გარკვეულ მონაკვეთებში თვითმფრინავის ბილეთები იაფად შეგიძლიათ რომ იყიდით. მაგალითად, დილის და ღამის ფრენები ხშირად უფრო იაფადაა ხელმისაწვდომი, ვიდრე დღის და საღამოს საათებში დაგეგმილი რეისები.
7. ერთდროულად შეიძინეთ ორმხრივი ბილეთები
თუ გამგზავრებისა და უკან დაბრუნების თარიღები დაზუსტებული გაქვთ, შეიძინეთ ორივე გზის ავიაბილეთი ერთდროულად. ამ შემთხვევაში თვითმფრინავის ბილეთების დაჯავშნა უფრო იაფია, ვიდრე ცალ-ცალკე ყიდვის შემთხვევაში.
8. გაითვალისწინეთ ტრანზიტული რეისები
გაითვალისწინეთ, პირდაპირი ფრენები ყოველთვის არ არის ყველაზე იაფი ვარიანტი. ზოგჯერ ტრანზიტული რეისები ბევრად უფრო ბიუჯეტურია. ასევე, შეგიძლიათ გაფრინდეთ მეზობელ ქალაქში და იქიდან დაბალ ფასად გადაადგილდეთ საბოლოო დანიშნულების ადგილამდე.
9. გამოიყენეთ ფრენის საძიებო სისტემები
ერთ-ერთი ყველაზე მარტივი გზა იაფი თვითმფრინავის ბილეთები -ს მოსაძებნად არის სპეციალური საძიებო სისტემების გამოყენება. https://avia.ge/ გაძლევთ საშუალებას, სხვადასხვა ავიაკომპანიის რეისები ერთ სივრცეში შეადაროთ და იპოვოთ საუკეთესო შეთავაზება.
ამ რჩევების გათვალისწინებით, შეძლებთ შეიძინოთ თვითმფრინავის ბილეთები იაფად და დაზოგოთ მეტი თანხა! მოიწყვეთ დაუვიწყარი დასვენება ყველაზე ბიუჯეტურ ფასად!